აქციები

აქცია პუშკინის სკვერში

დეკემბერს პუშკინის სკვერში აქცია ლოზუნგით - ”საქართველოს სჭირდება მეგობრობა რუსეთთან! არა NATO-ს!” იყო დაგეგმილი. აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები: „დედამიწა ჩვენი სახლია“ და „საქართველოს მშვიდობის კომიტეტი“ მართავდა. ის 15 საათზე, პუშკინის სკვერში უნდა გამართულიყო. ერთი საათით ადრე სკვერში ალიანსში ინტეგრაციის მომხრე ადამიანები მივიდნენ, რომლებიც სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით შეიკრიბნენ და რუსეთთან დამეგობრების მომხრეთა აქციის, ანტი-აქცია გამართეს.

პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოჩენას სკვერში შეკრებილი პროდასავლური საზოგადოება სტვენითა და შეძახილებით შეხვდა. მათგან ნაწილმა ჯაჭვი შეკრა და პუშკინის ბიუსტის გვირგვინით შემკობის მსურველებს ძეგლთან მისვლის საშუალება არ მისცა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

 

კომენტარები