რუსული კანონი

ლანდსბერგისი რუსულ კანონზე: შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ პერსპექტივას

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირებაზე კომენტარი გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ამ კანონის მიღებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.  

"საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ საქართველო განახორციელებს ევროკომისიის მიერ ხაზგასმულ 9 რეკომენდაციას. "უცხოეთის აგენტებზე" კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა" - წერია ლანდსბერგისის განცხადებაში. 

გაბრიელიუს ლანდსბერგისის კომენტარი რუსულ კანონზე სოციალურ ქსელ X-ში ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

კომენტარები