ეს კანონი უცხო ქვეყნის სამსახურად აცხადებს თავისუფალ მედიას, თავისუფალ სასამართლოს და ზოგადად ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. თქვენთვითონ შეხედეთ, ვისთვის შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის ინტერესი, ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, ამ სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დაცვა, ამ სახელმწიფოში თავისუფალი მედიის არსებობა - მხოლოდ რუსეთისთვის. სწორედ ამიტომ წუხს ჩვენი თანამეგობრობა დასავლეთში, იმ ყველაფერზე რაც ხდება და რეალურად, ამის ანტიდოტი არის რეჟიმის ამოძირკვა. ეს რეჟიმი არის თვითონ რუსული ჰიბრიდული ომის იარაღი და შეუძლებელია ამ რეჟიმმა გააკეთოს რამე არარუსული.
tbl.ge/6qxg
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი. 3 აპრილს, ქართულმა ოცნებამ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობასთან" დაკავშირებული რუსული კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა, რასაც ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან ერთად დასავლელი პარტნიორების მხრიდამ კრიტიკა მოჰყვა.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




