სამხრეთ კორეა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სამხრეთ კორეის ელჩი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სამხრეთ კორეის ელჩი დაიბარეს. სამინისტროს განმარტებით, მიზეზი სამხრეთ კორეის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უახლესი სანქციებია. 

სამხრეთ კორეამ სანქცია დაუწესა ორ რუსულ გემს, რომლებსაც, სამხრეთ კორეის მტკიცებით, სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ ჩრდილოეთ კორეაში. ამასთან ერთად, სანქციები დაუწესდა ფხენიანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებთან დაკავშირებულ დამატებით ორ რუსულ ორგანიზაციას და რუსეთის ორ მოქალაქეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა სამხრეთ კორეის მიერ დაწესებულ სანქციებს და აღნიშნა, რომ სეულის ქმედება არაკეთილგანწყობილია და რუსეთი შესაბამის პასუხს გასცემს.

კომენტარები