რუსული კანონი

მიკსერი რუსულ კანონზე: ქართული ოცნება ევროპული ინტეგრაციისკენ მისწრაფებებს ანადგურებს

"უცხოეთის აგენტების" კანონის ხელახლა ინიცირებით პარტია ქართული ოცნება ანადგურებს შემდგომი ევროპული ინტეგრაციისკენ ქართველების მისწრაფებებს და ღალატობს ყველას ნდობას, ვინც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დაუღალავად შრომობდა.

წერს ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი X-ზე.

3 აპრილს, ქართულმა ოცნებამ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობასთან" დაკავშირებული რუსული კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა.

კომენტარები