რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკკოლის აზრით, უკრაინის არასაკმარისად დახმარებაში დამნაშავე სალივანი და თეთრი სახლია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი/ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივან
BeFunky

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკ მაკკოლი ჯულია იოფესთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ომის დასაწყისიდან ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის იარაღით მომარაგება საკმაოდ ჭიანურდება და ამაში ბრალი ჯეიკ სალივანს მიუძღვის.

"ბლინკენი, როგორც ჩანს, ძალიან... მასთან ერთად ვიყავი შეჭრის დაწყების შემდეგ... ის სრულად უჭერდა მხარს MIG-ების გაგზავნას. მისი ბრალი არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, ჯეიკ სალივანის და თეთრი სახლის გამო ხდება. ძალიან მხდალი რეაგირებაა. მე მომწონს კოლინ პაუელის დოქტრინა. ან სრულად ხარ ჩართული, ან საერთოდ არა. შუა გზას ნუ აირჩევ. იცით, პუტინს ზუსტად იმას ვაძლევთ, რაც უნდა. ეს ჩიხია. ომი გამოფიტვაზე...

ჯეიკი... ის ზედმეტად ფრთხილია. ის ძალიან მშიშარაა. და მან წამოაყენა აზრი, რომ თუ მათ [უკრაინელებს] ძალიან ბევრს მივცემთ, მაშინ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ჩემ მიერ ნანახი სადაზვერვო ინფორმაციის უმეტესობა ამბობს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებენ. იმიტომ, რომ ეს თამაშის წესებს შეცვლის ყველასთვის". - თქვა მაკკოლმა და დასძინა, რომ, მისი აზრით, ბაიდენიც სალივანივით ფიქრობს, რის გამოც, უკრაინისთვის გაწეული დახმარება ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებულია.

მაკკოლის თქმითვე, HIMARS-ების, ტანკების, F-16-ებისა და ATACMS-ების დაგვიანებით მიწოდებამ აჩვენა, რომ ომი არასწორად იმართება, რის გამოც, მას უკრაინის დახმარების პაკეტის მიღების აუცილებლობაში კოლეგების დარწმუნება უჭირს.

"როცა ხედავ ომს, რომელიც არასწორად იმართება, ძნელია ამის გაყიდვა ჩემს კოლეგებზე. ხომ არ ვეტყვი, "ოჰ, დიახ, ისინი კარგად ვერ მართავენ, მაგრამ მე მინდა, რომ მეტი ინვესტიცია განახორციელოთ მათში"". - თქვა მაკკოლიმ.

აშშ-ს სენატმა 13 თებერვალს გამართული კენჭისყრით დაამტკიცა 95.3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების კანონპროექტი, რომელიც მოიცავს $60 მილიარდს უკრაინის, $14.1 მილიარდს ისრაელის, 4.8 მილიარდს კი ინდო-წყნარ ოკეანეთში პარტნიორების, მათ შორის, ტაივანის მხარდასაჭერად. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია 9.2 მილიარდი დოლარი ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

მანამდე, სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტთან გაიგზავნება, ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები