ახალი რუსული კანონი

KHIDI: საზოგადოებას შესწევს ძალა, კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს რუსულ კანონს

KHIDI

კლუბი KHIDI ქართული ოცნების მიერ ხელახლა დაინიცირებული უცხოელი აგენტების რუსული კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს: 

"2023 წლის მარტში ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის დამტკიცებას საზოგადოებამ კონსოლიდირებული ძალით უპასუხა, რითაც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შემზღუდველი კანონის წინააღმდეგ ურყევი პოზიცია გამოხატა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დააინიცირეს აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგია და ყოველდღიურად თავისუფალი აზრის გამტარი ფიზიკური პირების, მედიებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეპრესირების მექანიზმია.

დღეს, როდესაც საქართველოს რეალური შესაძლებლობა ენიჭება, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი და შეძლოს მრავალწლიანი მიზნის რეალიზება, ხელისუფლება "რუსული კანონის’" დაინიცირებით მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს.

ერთიანი ბრძოლით საზოგადოებას შესწევს ძალა, წინ აღუდგეს ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტიუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ კანონს’’ - აღნიშნულია განცხადებაში. 


არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი ხელახლა დააინიცირა. უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდა ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კომენტარები