ფინანსური დანაშაული

მებაჟე ოფიცრებმა 53 010 000 რუბლის უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახური

18 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლითსაბაჟო გამშვებ პუნქტებში ყაზბეგი და სადახლო-საავტომობილო, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა, ჯამში 53 010 000 რუსული რუბლი გამოავლინეს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და იუცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში 53 010 000 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 546 510 ლარი შეადგინა. 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისადსამართალდამრღვევი მოქალაქე ..- სანქციის სახით, 14 729.4 ლარით (თანხის 10%-ის ოდენობა) დაჯარიმდა, ხოლო 2 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, საქონლის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრა" - წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 

კომენტარები