რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუდანოვი: რუსეთის ახალი რკინიგზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაძლოა დიდი პრობლემა გახდეს

კირილ ბუდანოვი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურის, კირილო ბუდანოვის აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ახალი რკინიგზის გაყვანა შესაძლოა პრობლემა გახდეს.

"რუსეთი ერთ წელზე მეტია აშენებს რკინიგზას, რათა მიუერთდეს სამხრეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს პროცესი თითქმის დასრულებულია და ჩვენთვის შესაძლოა მომავალში სერიოზული პრობლემა გახდეს. 

მაგრამ იმედი მაქვს, რომ რკინიგზის სახმელეთო მონაკვეთს როგორმე გავანადგურებთ. 

ამის გამოცდილება უკვე გვაქვს და გაცილებით მარტივი საკითხია, ვიდრე ყირიმის ხიდი". – ამბობს ბუდანოვი.

ცოტა ხნით ადრე ბრიტანულმა დაზვერვამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი დონეცკის რაიონში რკინიგზის აღდგენაზე მუშაობს.

კომენტარები