დაღესტანი

რუსეთი: დაღესტანში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია 3 პირი

NTV

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით დაღესტანში ჩატარდა სპეცოპერაცია, დაკავებულია 3 პირი.

ანტიტერორისტული სპეცოპერაცია სამართალდამცავებმა ქალაქ კასპიისკში ჩაატარეს. ძალოვანების თქმით დაკავებულები "ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ". ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, ტყვი-წამალი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

"მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის, ასევე არ არის დანაკარგი სპეცდანიშნულების რაზმის რიგებშიც". – წერია კომიტეტის განცხადებაში.

კომენტარები