დაღესტანი

დაღესტანში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის, არასრულწლოვანი და ორსული

   
   

რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკაში, წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. რესპუბლიკაში მდინარეების ადიდება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც უკვე კვირაზე მეტია გრძელდება. წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა მას შემდეგ, რაც 5 აპრილს, ძლიერი წვიმის შედეგად, გეჯუხის წყალსაცავზე ჯებირები მოირღვა.

დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და ორსული ქალი, რომლებიც მთავარ წყალდიდობაში, მანქანის მდინარეში გადავარდნის შედეგად დაიღუპნენ. წყალდიდობის მიერ გამოწვეულ მეწყერს კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა.

ადგილობრივი უწყებების ცნობით, 2000-მდე საცხოვრებელი სახლი დატბორილია. პრევენციული ზომებით, წყალდიდობის ზონაში მყოფი ოთხი მიკრორაიონიდან 4000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული.

 

კომენტარები