რუსეთი

ФСБ: სტავროპოლის მხარეში ტერაქტი აღვკვეთეთ

Vitaly Nevar / TACC

ФСБ-ს ცნობით, სტავროპოლის რეგიონში ტერაქტი აღკვეთეს, რომელსაც "ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ქვეყნის სამი მოქალაქე ამზადებდა". გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ტერაქტის მოწყობას ხალხმრავალ ადგილას აპირებდნენ. 

როგორც ცნობილია, ФСБ-ს თანამშრომლებმა დაკავებული პირების საცხოვრებელში იპოვეს და ამოიღეს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ცალკეული კომპონენტები, ქიმიური ნივთიერებები და დესტრუქციული ელემენტები. 

სადაზვერვო სამსახურის განცხადების მიხედვით, დაკავებული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა. ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია დაკავებულების ვინაობის და სხვა დეტალების შესახებ. 

კომენტარები