აშშ-NATO

ტრამპის თქმით, ის 100%-ით NATO-ს ერთგული დარჩება, თუ ევროპელები "სამართლიანად ითამაშებენ"

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Justin Sullivan/Getty Images

დონალდ ტრამპმა ნაიჯელ ფარაჯთან ინტერვიუში თქვა, რომ ის 100%-ით NATO-ს ერთგული დარჩება თუ ევროპელი პარტნიორები "სამართლიანად ითამაშებენ". მისი თქმით, ის ალიანსისადმი ერთგულებას ინარჩუნებს და მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებს არ ისარგებლონ აშშ-ს დახმარებით.

"საჭიროა, რომ NATO აშშ-ს სამართლიანად მოექცეს, რადგან რომ არა აშშ, NATO არ იარსებებდა" - თქვა დონალდ ტრამპმა. 

ნაიჯელ ფარაჯმა ინტერვიუსას დონალდ ტრამპს პირდაპირ შეეკითხა, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, დაეხმარება თუ არა აშშ ალიანსის სახელმწიფოებს თავდასხმის შემთხვევაში, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ის დაეხმარებოდა, თუმცა აშშ-მ კოლექტიურ თავდაცვაში მისი სამართლიანი წილი უნდა გადაიხადოს. 

წლების განმავლობაში დონალდ ტრამპი NATO-ს და ევროპული სახელმწიფოების მცირე ჩართულობის მიმართ კრიტიკული პოზიციებით გამოირჩეოდა. 

კომენტარები