EU-უკრაინა

შარლ მიშელი: თუ მშვიდობა გვსურს, ომისთვის უნდა მოვემზადოთ

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი
REUTERS/Johanna Geron

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ მშვიდობის მისაღწევად ახლა ევროპა ომისთვის უნდა მოემზადოს. მისი თქმით, ევროპამ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაზე და განვითარებაზე უნდა იმუშაოს

21 მარტს შარლ მიშელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს შეხვდება. როგორც ცნობილია, ამ დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინისთვის დახმარების მიწოდება იქნება. შარლ მიშელის განცხადების მიხედვით, საჭიროა, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და არ უნდა იყოს დიდწილად დამოკიდებული სხვა ქვეყნების, მაგალითად აშშ-ს დახმარებაზე. 

"თუ ჩვენ საჭირო გადაწყვეტილებას არ მივიღებთ და არ მივაწოდებთ უკრაინას საკმარის დახმარებას რუსეთის შესაჩერებლად, ჩვენ ვიქნებით შემდეგი. შესაბამისად, ჩვენი თავდაცვა მზად უნდა იყოს და "ომის ეკონომიკის" რეჟიმზე უნდა გადავიდეთ. თუ მშვიდობა გვსურს, ომისთვის უნდა მოვემზადოთ" - თქვა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიაწოდონ საჭირო დახმარება უკრაინას, გაზარდონ სამხედრო წარმოებების მასშტაბი და დაიწყონ თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. 

კომენტარები