EU-უკრაინა

Politico: ევროკავშირი უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დეკემბერში დაიწყებს

GETTY IMAGES

სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Politico წერს, რომ ევროკავშირი უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დეკემბერში დაიწყებს

ევროკომისიის ანგარიში უკრაინის ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნის და სხვადასხვა მიმართულებით პროგრესის შესახებ 2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნდება. Politico-ს ცნობით, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ წევრი სახელმწიფოებისთვის რთული იქნება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე უარის თქმა. 

"პოლიტიკური წნეხი ზედმეტად დიდი იქნება ცალკეული სახელმწიფოებისთვის, რომ მას გაუძლონ და შეეწინააღმდეგონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს" - ამბობს ანონიმური დიპლომატიური წყარო Politico-სთან.

გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში უკრაინა შესაძლოა სრულად ვერ აკმაყოფილებდეს წაყენებულ 7 მოთხოვნას, თუმცა ევროკავშირმა მაინც მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით. 

კომენტარები