EU-უკრაინა

დმიტრო კულებამ და ჯოზეფ ბორელმა 3 თებერვალს დაგეგმილი EU-უკრაინა სამიტის შესახებ ისაუბრეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შესახებ ესაუბრა.

კულება Twitter-ზე წერს, რომ სატელეფონო საუბრის დროს 3 თებერვალს დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის სამიტის მოსამზადებელი პროცესი დეტალურად განიხილეს.

"ვისაუბრეთ ჩვენი მოლოდინების შესახებ და ყურადღება გავამახვილეთ ფორმატზე, რომელიც უზრუნველყოფს მის [სამიტის] წარმატებას. ასევე განვიხილეთ სამხედრო დახმარება, სანქციები და ირან-რუსეთის თანამშრომლობა". – წერს დმიტრო კულება.

როგორც ცნობილია, გასული წლის დეკემბერში ზელენსკიმ EU-უკრაინის სამიტზე ბრიუსელისგან მიწვევა მიიღო, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს კიევში გაიმართება

კომენტარები