EU-უკრაინა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 400 მილიონ ევროს გამოყოფენ

Frederick Florin / AFP

ევროკავშირის წევრი 2023 წლის შემოდგომაზე სახელმწიფოები უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკში 400 მილიონ ევროს გადარიცხავენ

ევროკავშირის წევრი 16 სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრებმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა "ევროკავშირი უკრაინისთვის" ფონდის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. იტალიის და საფრანგეთის წარმომადგენლებმა 100 მილიონი ევროს კონტრიბუციის ვალდებულება აიღეს. 

ევროპის საინვესტიციო ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი "ევროკავშირი უკრაინისთვის" დროებითი ხიდია ევროკავშირსა და უკრაინას შორის იმ დრომდე, სანამ უკრაინის რეკონსტრუქციის  გრძელვადიანი პოლიტიკა  შემუშავდება.

ფონდის მიზანია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, პროექტების დაფინანსება, რომლებიც შეეხება სკოლების, საავადმყოფოების და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. 

2022 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინაში სკოლებისა და საავადმყოფოების აღდგენისთვის 1.7 მილიარდი ევრო გამოყო. 

კომენტარები