რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაველი: ევროპა მალე შეძლებს, თავისთვის და უკრაინისთვის საკმარისი საბრძოლო მასალა აწარმოოს

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი
REUTERS/David W Cerny

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის თქმით, ევროპული კომპანიები მალე  შეძლებენ, როგორც საკუთარი მარაგებისთვის, ისევე უკრაინის მხარდასაჭერად, საკმარისი საბრძოლო მასალა აწარმოონ. 

"უახლოეს მომავალში ევროპული კომპანიები შეძლებენ, საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალა აწარმოონ, რათა ევროპული ქვეყნების მარაგები შევსებასთან ერთად უკრაინაც უზრუნველყონ ამუნიციით, თუ იმ დროისთვის ეს კვლავ დასჭირდება". - თქვა პაველმა. 

პოლიტიკოსმა ასევე დაამატა, რომ იმ დრომდე, სანამ ევროპული ქვეყნები უკრაინისა და საკუთარი თავის საბრძოლო მასალით უზრუნველყოფას შეძლებენ, ცდილობენ, ამუნიციის ყველა შესაძლო წყარო მოიძიონ.

"საბრძოლო მასალის აუცილებელი რაოდენობის წარმოებას დრო სჭირდება. ამას ჩვენი წარმოებისუნარიანობის გაზრდა სჭირდება, მაგრამ უკრაინას საბრძოლო მასალა ესაჭიროება ახლა. ვერ დაველოდებით ევროპულ კომპანიებს, ამიტომ ვცდილობთ, ვიპოვოთ ამუნიცია ყველგან, სადაც შეგვიძლია, მივიტანოთ უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ პარალელურად საკუთარი სიმძლავრე გავზარდოთ". - თქვა პაველმა. 

კომენტარები