ყაზახეთი

შეიცავს საბჭოთა ეპოქის ნიშნებს – ყაზახეთი სახელმწიფო გერბის შეცვლას გეგმავს

ყაზახეთის გერბი
Sputnik Kazakhstan

ყაზახეთი სახელმწიფო გერბის ცვლილებას გეგმავს. ინიციატივით ქვეყნის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი გამოვიდა.

"ვფიქრობ გასათვალისწინებელია პროფესიონალებისა და მზრუნველი მოქალაქეების დასკვნები იმის შესახებ, რომ გერბი რთულად აღქმადია და შეიცავს საბჭოთა ეკლექტიკისა და ეპოქის ნიშნებს". – წერს თოყაევის პრესსამსახური.

თოყაევის თქმით, ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის ყველა ასპექტს და ჩაატარებს საზოგადოებრივ დისკუსიას. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება კონკურსის გამოცხადება.

ყაზახეთის გერბი პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ბრძანებით 1992 წელს დაამტკიცეს. 

გერბზე გამოსახულია შანირაკი (იურტის ზედა ნაწილი), რომელიც ყველა მიმართულებით მზის სხივებს ასხივებს, ორივე მხარეს დატანილი მითიური ფრთოსანი ცხენები, შუაში კი ხუთქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული.

ყაზახეთის სახელმწიფო გერბი

 

კომენტარები