საქართველოს პროკურატურა

ქუჩაში ძაღლს ცული ჩაარტყა, რამაც ის დაასახიჩრა – ერთ პირს ბრალდება წარედგინა

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 13 მარტს, ქალაქ თეთრიწყაროში, წარსულში ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა, ქუჩაში ძაღლის ყეფით გაღიზიანების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცხოველს ცულის დარტყმით ჭრილობა მიაყენა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია. იმავე დღეს, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა უკანონოდ შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 130.6 გრამი გამომშრალი მარიხუანა  და საბრძოლო მასალა ამოიღეს". - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურის ცნობით, ეს ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების თქმით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

კომენტარები