პარტია ახალი

გვარამია: გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ ისინი, ვინც არიან პარტიაში, ამაში მელიას ვეთანხმები

ნიკა გვარამია

"იმაში, რასაც ამბობს ნიკა მელია, რომ პარტიაში გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ ისინი, ვინც არიან პარტიაში, ვეთანხმები ნამდვილად - ეს ეხება არამხოლოდ კეზერაშვილს, ეხება ყველას, ვინც არ არის იმ წუთში, იმ შენობაში, იმ სტრუქტურაში, ყველას" - თქვა პარტია ახალის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ TV პირველის ეთერში ნიკა მელიას და დავით კეზერაშვილს შორის დაპირისპირებაზე. გვარამიას თქმითვე, კეზერაშვილს და მელიას აქვთ თავიანთი ურთიერთობის ისტორია, და აქვთ უფლება  - ილაპარაკონ. გადაცემის წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, რომ ნიკა მელია ტოლობის ნიშანს სვამდა კეზერაშვილს და ივანიშვილს შორის არაფორმალური მმართველობის კუთხით და სწორედ ამაზე აინტერესებდა ნიკა გვარამიას შეფასება.

"პირდაპირ გეტყვით - ნაციონალური მოძრაობის იმ პერიოდის დაპირისპირება, მთელი ეს დუღილი, რომელიც იყო, რომელსაც მე ვუყურებდი ციხიდან და სრულიად შეგნებულად არ ჩავერიე, პოზიციაც არ გამომიხატავს - ეს მე არ მაინტერესებს.

ნაციონალური მოძრაობა არ არის საერთო-სახალხო საკუთრება, რომ მოკვდე [იმაზე ფიქრით], იქ რა ხდება იმაზე, რომ არიქა, რაღაცა მოხდეს. მე ამ პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მე ვუყურებ ფილოსოფიურად ამ საკითხს - იღებს ნაციონალური მოძრაობა ამ ტიპის გადაწყვეტილებას? მოდი, გააკეთოს ის, რასაც აკეთებს, მე შევხედავ შედეგს და მერე მე მივიღებ გადაწყვეტილებას, ეს პარტია ჩემი არჩევანი არის თუ არ არის. მე არ მგონია, რომ ეგზისტენციალური ხაზი საქართველოს ყოფნა-არყოფნის გადის ამ პარტიაზე... ძაან დიდი ბოდიში, მიშა სააკაშვილს არ გაუკეთებია განცხადება მის პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე მაშინ და მე რატომ უნდა გამეკეთებინა, რა შუაში ვიყავი საერთოდ" - თქვა გვარამიამ.

კომენტარები