პარტია ახალი

ახალი: სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს

საქართველოს კონსტიტუცია მკაცრად განსაზღვრავს, რომ ქართული ეკლესია დამოუკიდებელი და თავისუფალია საკუთარ გადაწყვეტილებებში და სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში.

მივიჩნევთ, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის არჩევა ეკლესიის გადასაწყვეტია და ამ პროცესში პირდაპირი ან ირიბი ჩარევა, რისი მოწმენიც ბოლო დღეებში გავხდით ქართული ოცნების რეჟიმისა და მისი პროპაგანდისტების მხრიდან, მიგვაჩნია დაუშვებლად და ეკლესიის საქმეებში ჩარევის მკაფიო მაგალითად.

სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების ხალხისთვის დაბრუნების შემდგომ, ახალი ხელისუფლების მნიშვნელოვან სახელმძღვანელო პრინციპად სწორედ ამ პრინციპის განუხრელ დაცვასა და განმტკიცებას მივიჩნევთ.

წერია პარტია ახალის განცხადებაში. 

კომენტარები