პარტია ახალი

გვარამია: კეზერაშვილი არ ყოფილა ჩვენი განხილვის თემა და არც მომავალში იქნება

ნიკა მელია და ნიკა გვარამია
ფოტო: ტაბულა

ნიკა გვარამიას თქმით, ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებისას დავით კეზერაშვილი არ ყოფილა განხილვის თემა და არც მომავალში იქნება. 

გვარამიას ამის შესახებ, ჟურნალისტის დასმულ კითხვას - დავით კეზერაშვილი, რომელსაც თქვენ პარტნიორად და მეგობრად მიიჩნევთ და ნიკა მელია ოლიგარქად, როდესაც შეთანხმება შედგა თქვენს პოლიტიკურ ერთობაზე, კეზერაშვილზე როგორ შეთანხმდით, ოლიგარქია, თუ პარტნიორი? - უპასუხა.

"დავით კეზერაშვილი არ ყოფილა ჩვენი განხილვის თემა და არც მომავალში იქნება. ჩვენ სხვა საკითხებზე ვართ შეთანხმებული და სხვა საკითხების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები. ჩვენ გვაინტერესებს მომავალი, კეზერაშვილს აქვს თავისი არჩევანი გაკეთებული. მას ჰყავს პარტია, რომელსაც მხარს უჭერს, რომელიც არის მის მიერ დაფინანსებული, ეს არ იმალება, წარმატებას ვუსურვებ ყველას, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და დამოკიდებულებები, ეს გზები არ იკვეთება და არც გადაუკვეთება". - თქვა გვარამიამ.

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, "მომავალში ხომ გადაიკვეთება, როდესაც ნაციონალურ მოძრაობასთან შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრობთ", ნიკა გვარამია პასუხობს:

"ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად სტატისტიკურ ყველა დასაშვებ, შესაძლებელ კავშირებზე ვარ თანახმა - ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად. ვინც ამისთვის თანახმა არ არის, ის არის ივანიშვილის მოკავშირე, მანდ არის წერტილი". 

კომენტარები