ისრაელ-ჰამასის ომი

ისრაელის ინფორმაციით, ლიბანში ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ჰამასის წევრები ისრაელთან 2014 წლის ომის დაწყების დღეს აღნიშნავენ, 2023 წლის ივლისი.  
MAJDI FATHI/NURPHOTO/ZUMA PRESS

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანის სამხრეთში მოკლეს ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, ჰადი ალი მუსტაფა. 

ისრაელის მტკიცებით, მუსტაფა, რომელიც ლიბანის ქალაქ ტირეში მოკლეს, ისრაელისა და სხვადასხვა ქვეყნებში ებრაელების წინააღმდეგ თავდასხმების მოწყობაში იყო პასუხისმგებელი.

გუშინ, 12 მარტს ლიბანურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთით, გოლანის მაღლობების მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა. ეს ჰამას-ისრაელის ომის პარალელურად დაწყებული შეტაკებების დროს ერთ დღეში გაშვებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.

კომენტარები