პარტია ახალი

მელია: ჩემი პირადი რწმენაა, რომ "ახალი" გახდება მთავარი ოპოზიციური პარტია არჩევნებამდე

სამი თვე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ჩვენ ძალიან ბევრი რამ ავწონ-დავწონეთ და ვფიქრობ, რომ პარტია, რომელიც დღეს ჯერ კიდევ არაფორმალურად, მაგრამ არის ცნობილი, რომ ასეთი პარტია[ახალი] იქნება დარეგისტრირებული, ორიენტირებული იქნება სხვადასხვა ტიპის ამომრჩევლებზე. ნურავის ექნება იმის მოლოდინი, რომ ჩვენ ერთ ან ორ კონკრეტულ სეგმენტზე ვიმუშავებთ.

ეს იქნება სახალხო პარტია, ე.წ. მეინსტრიმული პარტია, რომელიც მე პირადად, ჩემი რწმენაა ეს, არჩევნებამდე [ახალი] უკვე გახდება მთავარი ოპოზიციური პარტია, დიახაც, მომდევნო რამდენიმე თვეში და ამას, დარწმუნებული ვარ, დაადასტურებს არაერთი ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევაც, მაგრამ მთავარია, არჩევნების შემდეგ შეიცვალოს ის მანკიერი მდგომარეობა, დამარცხდეს მანკიერი ძალა და ეს დამარცხება უნდა მოხდეს მორალური უპირატესობით, რომელიც მოსაპოვებელია დიდი ხარისხითა და დოზით ამ ახალი პარტიის ფარგლებში.

თქვა ნიკა მელიამ ნიკა გვარამიასთან ერთად შექმნილი პოლიტიკური გაერთიანება ახალის პრეზენტაციის შემდეგ.

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საარჩევნოდ გაერთიანდნენ.

კომენტარები