ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

პროპალესტინელებმა კემბრიჯის უნივერსიტეტში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის პორტრეტი დააზიანეს

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

პროპალესტინელმა აქტივისტებმა კემბრიჯის უნივერსიტეტში ლორდ ართურ ბალფურის, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის პორტრეტი დააზიანეს. ორგანიზაცია Palestine Action-მა ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

კადრებში ჩანს თუ როგორ ასხამს ახალგაზრდა გოგო წითელ საღებავს 1914 წლის პორტრეტს, შემდეგ კი მას ბასრი საგნით ჭრის. შემთხვევა კემბრიჯის უნივერსიტეტის თრინითის კოლეჯში მოხდა.

1917 წელს ბალფურმა, როცა ის საგარეო საქმეთა მდივანი იყო, ხელი მოაწერა საკუთარი სახელის მატარებელ დეკლარაციას, რომელიც მხარს უჭერდა "ებრაელი ხალხისთვის ნაციონალური სახლის" შექმნას, რაც შემდეგში პალესტინის მანდატი გახდა. ეს ნაბიჯი სიონისტური მოძრაობის ლეგიტიმაციად ითვლება.

პროპალესტინელი აქტივისტები ირწმუნებიან, რომ ისრაელი პალესტინელ არაბებს გენოციდს უწყობს და მათ ამაში ბრიტანეთიც ეხმარება. მათი მტკიცებით, ეთნიკური წმენდა ბალფურის დეკლარაციით დაიწყო. ამ ყველაფრის შესახებ საუბარია Palestine Action-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

კომენტარები