ღაზის სექტორი

აშშ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დროებით ნავსადგომს ააშენებს

Ronaldo Schemidt/AFP

აშშ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად სანაპიროზე დროებით ნავსადგომს ააშენებს. პროექტის შესახებ ინფორმაცია პირველად ჯო ბაიდენმა 7 მარტის გამოსვლაში გააჟღერა. აღნიშნულ დროებით ნავსადგომში ჰუმანიტარული ტვირთი კვიპროსიდან, ლარნაკას პორტიდან რამდენიმე კვირაში ჩავა. უსაფრთხოების შემოწმებას ტვირთი სწორედ ლარნაკაში გაივლის. 

ჯო ბაიდენმა დროებითი ნავსადგომის პროექტზე თქვა, რომ ეს ამერიკული ჯარის გადაუდებელი მისიაა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ჰუმანიტარული დახმარება ღაზას პირდაპირ ხმელთაშუა ზღვიდან მიაწოდონ. 

"ჩვენ ისრაელელებს არ ველოდებით. ეს არის მომენტი ამერიკული ლიდერობისთვის, და ჩვენ შევქმნით ქვეყნების კოალიციას და ამ გადაუდებელ პრობლემას გადავჭრით" - თქვა ჯო ბაიდენმა. 

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ზღვით მიწოდების იდეა წლების განმავლობაში არსებობდა, თუმცა აქამდე არ განხორციელებულა. 

კომენტარები