ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის წარმომადგენლებმა ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო კაირო დატოვეს

Israel Defense Forces

ეგვიპტური მხარის ცნობით, ჰამასის წარმომადგენლებმა ისრაელთან მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო კაირო დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები კაიროში ერთ კვირაში გაგრძელდება. კაირო აქამდე ასევე ისრაელის წარმომადგენლებმაც დატოვეს

AP-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირველ ეტაპზე შეთანხმდნენ, თუმცა ჰამასი შემდეგ ეტაპებზე ომის დასრულებისკენ სვლას ითხოვს. ნეთანიაჰუს მთავრობა ბოლო თვეების მანძილზე მკაფიო პოზიციას აჟღერებს, რომ ომი არ დასრულდება ჰამასის განადგურების გარეშე და ყველა სხვა პოზიცია მათთვის მიუღებელია. 

ამას გარდა, ჰამასი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელიდან პალესტინელი პატიმრების გამოშვებას ითხოვს, თუმცა ჰამასის წარმომადგენლები ვერ აწვდიან ისრაელს ინფორმაციას, თუ რამდენი ისრაელელი მძევალია ცოცხალი და გარდაცვლილი ამჟამად.

რამდენიმე დღეში ისლამური სამყაროსთვის რამადანი იწყება, რის გამოც იყო მოლოდინები, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამადანამდე შედგებოდა. 

კომენტარები