რუსეთი

რუსეთში ФСБ-მ ბელარუსი აქტივისტი მოკლა

ნიკოლაი ალექსეევი
Mediazone

რუსეთში, კარელიის რეგიონში უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სპეცოპერაციის მსვლელობისას ბელარუსი აქტივისტი ნიკოლაი ალექსეევი მოკლა.

რუსული მედიის ცნობით ალექსეევი ორგანიზაცია "კასტუს კალინოვკის სახელობის რაზმის" წევრი იყო და კარელიაში ტერაქტს გეგმავდა. ადგილიდან ამოღებულია ხელნაკეთი ბომბი, პისტოლეტი და ტყვია-წამალი. 

ФСБ-ს თანამშრომლების მტკიცებით ცეცხლი პირველმა ალექსეევმა გახსნა. მოგვიანებით უწყებამ სპეცოპერაციის მსვლელობის დროს გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. დამოუკიდებელი მედია Mediazona-ს ცნობით, ალექსეევი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იძებნებოდა.

ნიკოლაი ალექსეევი ბელარუსის მოქალაქე იყო. დამოუკიდებელი ბელარუსული მედიის ცნობით ის აქტიურად იყო ჩართული 2020 წლის საპროტესტო აქციებში. 

"ის შესანიშნავი ადამიანი იყო. შეუძლებელია ვინმესთვის იარაღი ესროლა, ღრმად მორწმუნე კაცი იყო, რომელიც სულ ლოცულობდა". – ამბობს გარდაცვლილის შვილი ვლადისლავ ალექსეევი.

კომენტარები