არგენტინა

ხავიერ მილეიმ პირობა დადო, რომ უდიდეს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს გააუქმებს

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი ხავიერ მილეი
Anita Pouchard Serra/Bloomberg

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ პირობა დადო, რომ ქვეყნის უდიდეს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს Telam-ს გააუქმებს. მილეის თქმით, საინფორმაციო სააგენტო პროპაგანდას ავრცელებს. მილეიმ ამის შესახებ კონგრესში გამოსვლისას ისაუბრა. 

მილეის თქმით, ის არგენტინის ყველაზე მსხვილი საინფორმაციო სააგენტო მისი საჯარო სტრუქტურების რეფორმის ფარგლებში გაუქმდება. აღნიშნულ საინფორმაციო სააგენტოს მან ფარული პროპაგანდის სამინისტრო უწოდა. 

"ჩვენ დავხურავთ საინფორმაციო სააგენტო Telam-ს, რომელიც ბოლო ათწლეულების მანძილზე კირხნერისტების პროპაგანდის სააგენტოდ გამოიყენებოდა" - თქვა ხავიერ მილეიმ და არგენტინის ყოფილ პრეზიდენტ კრისტინა კირხნერს საინფორმაციო სააგენტოს პროპაგანდის მიზნებისთვის გამოყენებაში დასდო ბრალი. 

ხავიერ მილეიმ სახელმწიფო მედიის დახურვაზე ასევე ისაუბრა მის პირველ ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სადაც თქვა, რომ ასეთი მედიები მემარცხენე პოლიტიკური აქტივიზმის მხარდამჭერები არიან. 

კომენტარები