არჩევნები 2024

ხაზარაძე: გირჩს ვურჩევ – მოწევას შეეშვით, საფერავი დალიეთ, გაიარეთ, რა, ვის რაში სჭირდებით

ერთი მხრივ, ოცნება გვირტყამს, მეორე მხრივ, სინქრონში გირჩი, რომელსაც ერთხელ ვურჩიე, რაღაცების მოწევას, საფერავი დალიონ, გაკრეჭილები დადიან...

შეეშვით ასეთ რაღაცებს, ესეთ ბანერების გამოდებას, რაღაცას, ვითომ თქვენი მოფიქრებულია ამნისტიის კანონი.

ეს ის ხალხია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებას აკეთებდა, მთელი ქვეყანა მარიხუანას პლანტაციად უნდა გადაექციათ. დაგვავიწყდა ეს ყველაფერი? ეს ის ხალხია, რომელმაც ქართველ ახალგაზრდებს უთხრა, რელიგია შეიცვალე და ჯარში არ წახვიდეო. მე არ ვლაპარაკობ, რომ კარგი ჯარი გვაქვს, მთლიანად შესაცვლელია ჩვენი საჯარო სისტემა, მაგრამ ამის გამო ახალგაზრდას უთხრა, რწმენაზე უარი თქვი და შენ ჯარისგან გაგათავისუფლებო, ეს არის პოლიტიკური პარტია? ახლა გამოდიან და ჩვენ ვითომ რაღაცებს გვირტყამენ, გაიარეთ, რა, თუ ძმები ხართ, კარგად იყავით, ვის რაში სჭირდებით. ვის რაში სჭირდება ასეთი პოლიტიკა... ეს ხომ ქართული ოცნების გამხმოვანებელია...

მე ვურჩევ, საფერავი არის კარგი დასალევი, სხვა რამეებს შეეშვით... არ მომიწევია [მარიხუანა] არასოდეს.

ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში გირჩს "ფსევდოოპოზიციური" პარტია უწოდა.

კომენტარები