ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ნავალნაია ევროპარლამენტარებს: თუ პუტინის დამარცხება გსურთ, აღარ უნდა იყოთ მოსაწყენები

ციხეში მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლის, იულია ნავალნაიას თქმით, პუტინის დამარცხება რეზოლუციებით ან მორალზე დაფუძნებული კანონებით შეუძლებელია. ამის შესახებ ნავალნაიამ ევროპარლამენტში მიმართვის დროს ისაუბრა.

იულია ნავალნაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალექსეი ნალავნი პუტინის ციხეში იჯდა, იქიდანაც კი ახერხებდა ხალხისთვის შთაგონების მიცემას.

"როდესაც მას ტელევიზიებში არ უშვებდნენ, Youtube-ზე გადავიდა. როდესაც ხმები წაართვეს, მოიფიქრა სტრატეგია, რათა პუტინის პარტიას მანდატები დაეკარგა. პუტინის ციხეშიც კი ალექსეიმ მოახერხა გაევრცელებინა ისეთი იდეებისა და პროექტების გავრცელება, რომლებიც კრემლს პანიკაში აგდებდა". - თქვა ნავალნაიამ.

ნავალნაიას შეფასებით, პუტინი სანქციებითა და რეზოლუციებით არ ზიანდება და მის დასამარცხებლად საჭიროა ინოვატორობა.

"ეს არის პასუხი თქვენს შეკითხვაზე. თუ მართლა გსურთ პუტინის დამარცხება, ინოვატორები უნდა გახდეთ და აღარ უნდა იყოთ მოსაწყენები. პუტინს ვერ დააზიანებთ კიდევ ერთი რეზოლუციით ან სანქციებით, რომლებიც წინა სანქციებისგან არ განსხვავდება". - თქვა ნავალნაიამ.

კომენტარები