რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოლეშჩუკი: ჩამოვაგდეთ კიდევ ერთი რუსული ავიაგამანადგურებელი

Alexander Zemlianichenko/AFP/ Getty Images

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი Cy-34-ის ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი Telegram-არხზე ავრცელებს.

"მინუს კიდევ ერთი Cy-34 აღმოსავლეთის მიმართულებით.

გუშინ რუსმა პილოტებმა მოახერხეს ჩვენი რაკეტებისთვის თავის არიდება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება!

ამიტომ, ოკუპანტებს ვურჩევ ყოველი ფრენის წინ, ყოველი შემთხვევისთვის, ახლობლები მოინახულონ, რადგან ვინ იცის, ამჯერად გაუმართლებთ თუ არა". - დაწერა ოლეშჩუკმა. 

აქამდე, უკრაინელებმა ასევე გაავრცელეს ცნობები იმის შესახებ, რომ 21 თებერვალს რუსული Cy-34 ჩამოაგდეს.

ამასთან, დღეს, 27 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა უკრაინას შეუტიეს 6 რაკეტით და შაჰედის ტიპის 13 დრონით, მათგან უკრაინამ კი 2 რაკეტა და 11 დრონი გაანადგურა.

კომენტარები