ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ნავალნის თანამებრძოლებმა მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციაზე €100 000-იანი ჯილდო დააწესეს

ალექსეი ნავალნი
Meduza

ალექსეი ნავალნის თანამებრძოლებმა პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფულადი ჯილდო დააწესეს. ინფორმაციას გარდაცვლილი ოპოზიციონერის თანაპარტიელი ივან ჟდანოვი ავრცელებს.

ჟდანოვის თქმით ახალი ინფორმაციის წყარო ჯილდოდ €100 000 მიიღებს.

ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში გარდაიცვალა. პირველივე საათებში სამთავრობო მედიების ნაწილი სიკვდილის მიზეზად თრომბს ასახელებდა. მოგვიანებით კოლონიის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 47 წლის ნავალნი "ბუნებრივი მიზეზებით" გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ოპოზიციონერების თანამებრძოლების ნაწილის აზრით ნავალნი მოკლულია.

კომენტარები