არასრულწლოვნის გატაცება

თბილისში 14 წლის გოგო ოჯახის შექმნის მიზნით 21 წლის კაცმა გაიტაცა

თბილისში არასრულწლოვანი 14 წლის გოგო ოჯახის შექმნის მიზნით 21 წლის კაცმა გაიტაცა. "პირველ ჯერზე დაგვიმალა მამამ ინფორმაცია. შემდეგ მოვიდა სკოლაში და დაწერა განცხადება - ჩემი შვილი გათხოვდაო" - ამბობს 14 წლის მოზარდის სკოლის წარმომადგენელი. 

"ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ ბავშვი 27 იანვრიდან არ დადიოდა, მანამდე ჩვეულებრივად დადიოდა სკოლაში. დედა არ ჰყავს საქართველოში, თურქეთშია, მამასთან არის ბავშვი. რომ არ დადიოდა, მოვიკითხეთ, დავურეკეთ. პირველ ჯერზე დაგვიმალა მამამ ინფორმაცია. შემდეგ მოვიდა სკოლაში და დაწერა განცხადება - ჩემი შვილი გათხოვდაო. დავრეკე 112-ში" - თქვა სკოლის წარმომადგენელმა მთავარ არხთან

არსებული ინფორმაციით, ამჟამად გოგო გამტაცებელთან ერთად არ იმყოფება. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 7-დან 9 წლამდე. 

კომენტარები