რაც შეეხება აშშ-ს, წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე აქ, გარკვეული გამოვლინება იმის, რომ შესუსტებული იყო თითქოს ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითად, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის არაერთი წელია, დაახლოებით 6-7 წელი. ეს გამოიხატა პროტოკოლურ საკითხებში, დაახლოებით რომ ავიღოთ, ალბათ, უკვე მერვე წელია უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერმინისტრს არ მიუღია მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს მაინცდამაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას.
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა
კობახიძე აშშ-ზე: მათი მხირდან სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესი თითქოს შესუსტდა
tbl.ge/6peg
დაკოპირდა
თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგის დროს.
ირაკლი კობახიძეაშშ და საქართველოსაქართველოს პრემიერმინისტრისაქართველოს მთავრობასაქართველო-აშშ-ის ურთიერთობა
ამავე თემაზე
- თალაკვაძე: საქართველომ არ შეიძლება ახალი გარანტიები მისცეს აშშ-ს, გარანტიები კონსტიტუციაშია
- აშშ-ში ლობისტების მომსახურებაში მთავრობამ 2019 წელს $2.7 მილიონი დახარჯა
- საქართველოს პრეზიდენტი ჯო ბაიდენს შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს
- თამარ ბერუჩაშვილი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
- ნორლანდი: აშშ-ის საქართველოსთან თანამშრომლობა კვლავ მტკიცე იქნება