საპენსიო სესხები

ზარქუა საპენსიო სესხებზე: პრემიერმა თქვა, მოდი, ბიჭებო, შევქმნათ კომისია

სხვათა შორის, მინდა მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, თუმცა ეს იყო პრემიერის ინიციატივა, მკაფიო მხარდაჭერა. თქვა, რომ მოდი, ბიჭებო, შევქმნათ კომისია, სადაც ლევან დავითაშვილს და მთელ გუნდს, მათ შორის, ეროვნულ ბანკს, ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრებს, მინდა ყველას მადლობა ვუთხრა იმიტომ, რომ მათი როლი და ჩართულობა იყო მნიშვნელოვანი. საპენსიო სესხებზე ზედა ჭერი იქნება 26% და ეს არ შეიცვლება. შეიცვლება მხოლოდ უკეთესობისკენ, ანუ, შეიძლება დაიწყოს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ საპარლამენტო გამოსვლისას. უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, საპენსიო სესხის მაქსიმალური პროცენტი 26% იქნება.

კომენტარები