დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანელი მწვრთნელი, რომელიც რუსეთში სომხეთის თხოვნით დააკავეს, გაათავისუფლეს

ქამილ ზეინალი

აზერბაიჯანელი ფიტნეს მწვრთნელი, ქამილ ზეინალი რომელიც მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში სომხეთის თხოვნით დააკავეს, გათავისუფლებულია.

სომხეთი ქამილ ზეინალს 2020 წლის ყარაბაღის 44-დღიანი ომის დროს ომის დანაშაულების ჩადენას აბრალებს. 

დაკავების დროს აზერბაიჯანელი სპორტსმენი პირდაპირ ეთერში გავიდა და თქვა, რომ მაისის შემდეგ რუსეთში მესამედ იმყოფებოდა, თუმცა მხოლოდ ახლა დააკავეს და გამოთქვა იმედი, რომ ბაქო მას დაეხმარებოდა.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან თქვა, რომ ზეინალის ბრალად ედება მკვლელობა და მასზე საერთაშორისო ძებნა ამიტომაც გამოაცხადეს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. მედიის ცნობით, აზერბაიჯანელ კაცს ბრალად ედება 2020 წელს ჰადრუთის 2 მცხოვრებლის მოკვლა.

 

კომენტარები