რუსული ბანკი

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა Киви ბანკს ლიცენზია "მაღალრისკიანი ტრანზაქციების" გამო გაუუქმა

Радио Свобода

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა Киви ბანკს ლიცენზია "მაღალრისკიანი ტრანზაქციების" შესრულების გამო გაუუქმა.

"მისი [ბანკის] საქმიანობა ხასიათდებოდა მაღალი რისკის ტრანზაქციებში ჩართულობით, რომელიც მიზნად ისახავდა ანგარიშსწორების უზრუნველყოფას ფიზიკურ და ჩრდილოვან ბიზნესებს შორის, მათ შორის თანხების გადარიცხვებით კრიპტო გადამცვლელების, არალეგალური ონლაინ კაზინოების, ტოტალიზატორების და ა.შ სასარგებლოდ. ამასთან, ბანკი ჩართული იყო მარეგულირებლის მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლის გზების მოძიებაში". - აღნიშნულია რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, ბანკი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონებს სისტემატურად არღვევდა. გარდა ამისა, რუსეთის ცენტრალური ბანკი წერს, რომ Киви ბანკმა გახსნა ე.წ. Киви საფულეები პერსონალური მონაცემების გამოყენებით ფიზიკური პირების ინფორმირების გარეშე, "რამაც მნიშვნელოვანი რისკების შეუქმნა მოქალაქეებს".

"რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტიური საზედამხედველო მუშაობის მიუხედავად, Киви ბანკს არ მიუღია ქმედითი ზომები რისკების შესამცირებლად და განაგრძო მაღალი რისკის შემცველი ტრანზაქციების განხორციელება.

ინფორმაცია ბანკის ტრანზაქციების შესახებ, რომლებსაც აქვთ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რუსეთის ბანკმა გაუგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს.

ბანკის საქმიანობის შეწყვეტა მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს მოქალაქეების, მეწარმეებისა და იურიდიული პირების შესაძლებლობაზე, განახორციელონ გადახდები და გადარიცხვები, მათ შორის, ანგარიშის გახსნის გარეშე, სხვა საკრედიტო ორგანიზაციებისა და საგადასახადო სისტემების მეშვეობით". - ნათქვამია რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

Киви ბანკის სერვისს რუსული ბარათებიდან უცხოურ საკონტაქტო ბარათებზე ფულის გადარიცხვისთვის აქტიურად იყენებდნენ ემიგრანტები. რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ გადარიცხვები შეწყდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც.

აქტივების მიხედვით, Киви ბანკი რუსეთში 89-ე ადგილს იკავებდა. ბანკში არსებული 1.4 მილიონ რუბლამდე დეპოზიტები დაზღვეულია და შესაბამისად, დაუბრუნდება მეანაბრეებს. ამასთან, დაზღვევა არ ვრცელდება ელექტრონულ საფულეებში არსებულ სახსრებზე. ასევე აღარ არის შესაძლებელი საფულეების შევსება ან მათგან თანხის ამოღება.

გარდა ამისა, Киви გადახდის ტერმინალებმაც შეწყვიტეს მუშაობა. ბანკმა დახურა ოფისები მოსკოვში, პეტერბურგსა და ყაზანში.

კომენტარები