საარჩევნო კოდექსის ცვლილება

მაჭარაშვილი: ანტიევროპული თუ რამეა, არის სალომე ზურაბიშვილის სისულელეები

ჩვენ ნებისმიერ ვეტოსა და პროვოკაციას დავძლევთ [...] ანტიევროპული თუ რამეა, არის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, მისი სისულელეები [...] ზურაბიშვილს პროვოკაციის თავიც არ აქვს. ეს მისი ეგოს დაკმაყოფილებაა იმასთან დაკავშირებით, რომ - ერთი, რასაც თავისი პატრონები ეტყვიან, იმას ასრულებს და მეორე, რომ რაღაცნაირად ზედაპირზე იტივტივოს. მისი უფლებამოსილების დასრულებამდე თვეებია დარჩენილი. ასევე, ვიცით, რომ სურს, ოპოზიციაში იყოს ლიდერად. აქედან გამომდინარე, ცდილობს, როგორმე ყურადღება მიიქციოს.

ასე გამოეხმაურა ივანიშვილის დეპუტატი, მოძრაობა ხალხის წევრი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს კანონს საარჩევლო კოდექსში ცვლილებების შესახებ. ადმინისტრაციის განცხადებით, ეს კანონი საქართველოს ევროპულ გზასთან თანხვედრაში არაა.

კომენტარები