ალექსეი ნავალნის სიკვდილი

რუსეთმა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი 'ტერორისტების' სიაში შეიყვანა

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი კიევში ინტერვიუს ჩაწერისას, 26 მაისი, 2023
REUTERS/Alina Smutko

რუსეთმა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი "ექსტრემისტებისა და ტერორისტების" სიაში მას შემდეგ დაამატა, რაც გრემმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ, მან აშშ-ს მიერ რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ გამოცხადების წინადადება წამოაყენა.

ხსენებულ სიაში რესპუბლიკელი სენატორის დამატების შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS-ი ავრცელებს.  რუსული სამთავრობო მედია ლინდსი გრემს "ანტირუსული პოზიციების" მქონე პოლიტიკოსად ახასიათებს. ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ გრემმა ნავალნის სიკვდილში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა.

"ნავალნი ერთ-ერთი ყველაზე მამაცი პიროვნება იყო, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. როდესაც ის რუსეთში დაბრუნდა, მან ალბათ იცოდა, რომ პუტინი მოკლავდა, და პუტინმა მოკლა კიდეც". - თქვა გრემმა კვირას CBS-თან გამართულ ინტერვიუში.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ამ დრომდე უცნობია, სად არის მისი ცხედარი.

კომენტარები