არჩევნები 2024

პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის

ხმის მიცემა, ხმების დათვლა, ამომრჩეველთა რეგისტრაცია განხორციელდება საარჩევნო უბნებზე ელექტრონული წესით, რაც პრაქტიკულად  სპობს ყველანაირ სივრცეს მანიპულაციებისთვის - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და სწორედ ასეთი სახით ჩატარდება ჩვენთან საპარლამენტო არჩევნები. გარდა ამისა იქნება უზრუნველყოფილი ძალიან ფართოდ დაკვირვება, საერთაშორისო დამკვირვებლები იქნებიან საქართველოში, მათ შორის, მოვიწვიეთ ჩვენ ეუთო/ოდირის გრძელვადიანი მისია. ასევე მისიები ჩამოვლენ სხვადასხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, საერთაშორისო პლატფორმიდან, მათ შორის, ევროსაბჭო იქნება ბუნებრივია წარმოდგენილი, ევროპარლამენტი იქნება წარმოდგენილი, სხვა სუბიექტები. ძალიან ფართო დაკვირვება იქნება უზრუნველყოფილი საპარლამენტო არჩევნებზე. ეს ყველაფერი ერთად, ახალი კანონმდებლობა, ელექტრონული ხმის მიცემის წესი, ფართო დაკვირვება უზრუნველყოფს იმას, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ამისთვის ხელისუფლება, მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტისას. 20 თებერვალს ის ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც შარლ მიშელს, ჯოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

ამავე დღეს, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღო. მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

კომენტარები