ხვიჩა კვარაცხელია

ჩავი: კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე, ხვალ ყურადღება უნდა მივაქციოთ

ჩავი ერნანდესი/ხვიჩა კვარაცხელია

საფეხბურთო კლუბ ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა და ნიდერლანდერლმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრეს.

ჩავის თქმით, "ოსიმენი და კვარაცხელია მაღალი დონის ფეხბურთელები არიან".

"კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ჩვენ დაგვჭირდება, რომ ყურადღება მივაქციოთ. აუცილებელია, თავი კარგად დავიცვათ. რთულია კვარაცხელიას, ოსიმენისა და პოლიტანოს შეჩერება". - თქვა ესპანური კლუბის მწვრთნელმა.

ქართველ ფეხბურთელზე ჩავის შეფასებას იზიარებს ფრენკი დე იონგიც, რომელმაც განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია განსხვავების შეტანა თამაშში. მას ყველაფერი აქვს - ერთი ერთზე თამაშის, გოლების გატანისა და ბოლო პასის გაცემის უნარი. ერთ-ერთია, ვისაც ხვალ ყურადღება უნდა მივაქციოთ".

22 თებერვალს, 00:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ნაპოლი და ბარსელონა შეხვდებიან. მატჩის პარალელურად გაიმართება პორტუსა და არსენალის დაპირისპირებაც.

კომენტარები