ღმერთმა აცხონოს ალექსეი ნავალნის სული. ნამდვილად სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი ტყვეობაში იღუპება, მაგრამ ქართველებს გვახსოვს, მისი გამარჯვების შემთხვევაში რა გველოდა - ისევ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ისევ რუსეთის ის იმპერიალისტური პოლიტიკა, რასაც საუკუნეებია, ეს ქვეყანა არ წყვეტს და არც შეწყვეტს. ეს ფეტიში რუსეთისადმი, პუტინისადმი - ამ ადამიანებს ყოველდღე რამდენიმეჯერ ახსენებთ. არაერთხელ გთხოვეთ, თავი დაგვანებეთ.
ალექსეი ნავალნის სიკვდილი
ბითაძე: გვახსოვს, რა გველოდა ნავალნის გამარჯვების შემთხვევაში – ისევ ოკუპაცია
tbl.ge/6p9o
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- რუბიოს თქმით, აშშ ნავალნის მოწამვლაზე ევროპული ქვეყნების დასკვნას ეჭვქვეშ არ აყენებს
- რუსეთში ნავალნის გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგებზე 26 ადამიანი დააკავეს
- The Insider: მოპოვებული დოკუმენტებით, ნავალნი ციხეში მოწამლეს, მუცლის ტკივილს, კრუნჩხვებს უჩიოდა
- WSJ: ჰილარი კლინტონი ლობირებდა იდეას, რომ ნავალნი ხანგოშვილის მკვლელში გაცვლილიყო
- EU-ს მინისტრები ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებაზე შევთანხმდით – ბორელი




