ავსტრალია

ავსტრალია მომავალ ათწლეულში სამხედრო ფლოტის გაორმაგებას გეგმავს

Issei Kato/AA/picture alliance

ავსტრალია მომავალ ათწლეულში სამხედრო ხომალდების რაოდენობის გაორმაგებას და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს. DW-ს ცნობით, ავსტრალიაში ეს გადაწყვეტილება ჩინეთთან და რუსეთთან გაზრდილი დაძაბულობის გამო მიიღეს. ავსტრალიის 2023 წლის სტრატეგიული მიმოხილვის მიხედვით, წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთთან და რუსეთთან კონკურენცია ავსტრალიისთვის გადამწყვეტი საკითხია, რომელსაც კონფლიქტის განვითარების პოტენციალი აქვს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის სამეფო საზღვაო ძალების ფლოტის ძალების გასაორმაგებლად მომავალ ათწლეულში დაახლოებით 11 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება. გეგმის მიხედვით, 2030-იან წლებში ავსტრალიის თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯები მშპ-ს 2,4%-მდე უნდა გაიზარდოს. 

"ეს ავსტრალიის ყველაზე დიდი ფლოტი იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ" - თქვა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

კომენტარები