ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ნავალნის სიკვდილის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პატიმრობაში სიკვდილის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა

"რუსეთის ელჩთან შეხვედრა დღეს ბერლინში შედგება". – თქვა სამინისტროს სპიკერმა. 

სამინისტროს წარმომადგენელმა დაამატა, რომ გერმანია ითხოვს რუსეთში ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებას, რომლებიც პოლიტიკური მიზეზებით არიან დაპატიმრებული.

"შოკისმომგვრელია, რომ რუსეთში ადამიანებს ალექსეი ნავალნის ხსოვნის მისაგებად ყვავილების დაწყობისთვის აკავებენ". – თქვეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში გარდაიცვალა.

ნავალნის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში აქტივისტებმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან შეკრება დაიწყეს. 2 დღის განმავლობაში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 400 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული მედია ОВД ავრცელებს

ყველაზე მეტი, 147 აქტივისტი სანქტ-პეტერბურგში დააკავეს. მეორე ადგილზე 49 დაკავებულით მოსკოვია. 

დაკავებულთა ნაწილს 1-დან 6-დღემდე პატიმრობა მიესაჯა. აქტივისტების თქმით რამდენიმე დაკავებულს პოლიციამ სცემა.

 

 

 

კომენტარები