მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

ზურაბიშვილი: EU-ს გაფართოება საქართველოსთვის და EU-სთვისაც ეგზისტენციალურია

დარწმუნებული ვარ, რომ იპოვით წარმოსახვასა და შემოქმედებითობას იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია: ერთსულოვნება, პროცედურები, რაც არის პირველი და უკანასკნელი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გაფართოება ჩვენთვის ეგზისტენციალურია, არ არის პროცედურული, მოწონების ან არ მოწონების საკითხი, არჩევანი არ გვაქვს.

მინდა გაგიზიაროთ, რომ გაფართოება დღეს თქვენთვისაც ეგზისტენციალურია, რადგან თუ შეხედავთ გლობალურ სურათს, იხილავთ იმას, რაც, ვფიქრობ, ზოგჯერ გვავიწყდება ხოლმე, რომ რუსეთი არა მხოლოდ შეიჭრა უკრაინაში და ყველა ჩვენს ქვეყანას კიბერთავდასხმებით, ჰიბრიდული ომით ემუქრება, არამედ სატელიტურ ომზეც გადადის, რამაც ჩვენი ქვეყნების კომუნიკაციასა და მთლიან ლოგისტიკას შეიძლება საფრთხე შეუქმნას. 

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ პრობლემების გადასაჭრელად გამოყენებულ წარმოსახვას ნავთი სჭირდება. ჩვენ შიგნით, ვგულისხმობ საქართველოს, რეფორმების ასაჩქარებლად მეტი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ ყველას ერთად არ გვაქვს ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ ვიყოთ ერთად, ვიყოთ ერთსულოვნად, ვიყოთ უფრო დემოკრატიულები და დავდგეთ დღეს იმ ავტოკრატიების ალიანსის წინააღმდეგ, რომლებიც ტერორიზმსა და კიბერთავდასხმებს აღვივებენ. ყველა საფრთხე ერთი მიმართულებიდან მოდის. 

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. 

კომენტარები