რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გამოვნახეთ გზა უკრაინისთვის 800 000 ჭურვის მისაწოდებლად, მაგრამ დაფინანსება გვჭირდება – პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის თქმით, გამონახეს გზა, თუ როგორ მიაწოდონ უკრაინას 800 000 ჭურვი, თუმცა ამ პროცესისთვის მათ ფინანსური დახმარება დასჭირდებათ. პაველმა ამის შესახებ მიუნხენში გამართულ "უკრაინულ ლანჩზე" ისაუბრა.

პაველის თქმით, იპოვეს ქვეყნები, საიდანაც შეეძლებათ საბრძოლო მასალის შეძენა, შემდეგ კი უკრაინისთვის გადაცემა.

"ახლა გამოვნახეთ მილიონნახევარი 155-მმ-იანი ჭურვი და 122-მმ-იანი 300 000 ჭურვი, რომელთა [უკრაინისთვის] მიწოდება რამდენიმე კვირაში შეგვეძლება, თუ ამისთვის გამოვნახავთ დაფინანსებას. ამ დახმარებისთვის მივმართავთ აშშ-ს, გერმანიას, შვედეთს და ა.შ." – თქვა პაველმა.

როგორც პაველმა აღნიშნა, დასავლეთმა უკრაინას საბრძოლო მასალა ყველა შესაძლო წყაროდან უნდა მიაწოდოს. მისი თქმით, ჩეხეთი ეძებს ქვეყნებს, რომლებისგანაც ჭურვების მიღებას შეძლებენ, შემდეგ კი მუშაობს NATO-ს ქვეყნებთან. მან ცალკე აღნიშნა დანიასთან, ნიდერლანდებთან და კანადასთან თანამშრომლობა. მათ ჩეხეთს მიაწოდეს საბრძოლო მასალა, რომლის გადაცემაც პაველს უკრაინისთვის უნდა.

კომენტარები