რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემებით, მილიონობით უკრაინელს სახლში დავაბრუნებთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ უკრაინას საკმარისი რაოდენობის დასავლური წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემები ექნება, მილიონობით უკრაინელი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდება. ამის შესახებ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიმართვისას ისაუბრა.

"ზოგმა ადამიანმა განაცხადა, რომ არ არსებობს ეფექტური თავდაცვა რუსული რაკეტების წინააღმდეგ, თუმცა, დარწმუნებით ვიცით, რომ Patriot-სა და სხვა ტიპის დასავლურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ნებისმიერი რუსული რაკეტის ჩამოგდება შეუძლიათ.

საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ჩვენ შეგვეძლება სახლში დავაბრუნოთ მილიონობით უკრაინელი, მილიონობით ჩვენი მოქალაქეები და ლტოლვილები". - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დასავლური ქვეყნების ლიდერებს იმ დამოკიდებულებისთვის რაც მათ ქვეყნებში უკრაინელი ხალხის მიმართ არსებობს.

კომენტარები