ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ზელენსკი: ნავალნის გარდაცვალება მხოლოდ ადასტურებს, რომ პუტინი მკვლელია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
Dave Sanders for The New York Times

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთში ალექსეი ნავალნის გარდაცვალება მხოლოდ ადასტურებს, რომ პუტინი მკვლელია და იმ ადამიანებმა, ვინც მას ხმას აძლევს, უნდა გაიგონ, რომ მკვლელს ირჩევენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ვხედავთ, რომ მკვლელი კენჭს იყრის არჩევნებზე. იმ ადამიანებმა, ვინც მას ხმას აძლევს, უნდა გაიგონ, რომ ირჩევენ პრეზიდენტს, რომელიც მკვლელია. ადამიანებმა, რომლებსაც დღეს ამ კაცთან ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ უნდა იცოდნენ, რომ სისხლიან ფულს აკეთებენ, რადგან მკვლელთან აქვთ კონტრაქტები". - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ლიდერებმა, რომლებიც არჩევნების შემდეგ პუტინს არჩევას მიულოცავენ, უნდა იცოდნენ, რომ მკვლელის ლეგიტიმაცია ახდენენ.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურმა გაავრცელა.

კომენტარები